გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი დიგიტალური გამოცემა Vers. 1.0.1


პროექტის შესახებ

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის ციფრული გამოცემა 2016 წლიდან იქმნება. პროექტის პირველი ეტაპი „შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის“ ფინანსური დახმარებით განხორცეილდა, 2016 წელს გამოცხადებულ „მაგისტრანტთა კვლევითი გრანტების კონკურსის“ ფარგლებში. შემდეგი ეტაპიდან, კი პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, პროექტი აერთიანებს ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი სტანდარტების მიხედვით გამოცემულ 1574 წლისა და 1595 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დავთრებს. ბაზის სტრუქტურა ეფუძნება ვილაიეთის ტერიტორიულ ადმინისტრაციულ მოწყობას:

  • „გურჯისტანის ვილაიეთი“ (ყველაზე მსხვილი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული)
  • სანჯაყი (ლივა)
  • ნაჰიე (რაიონი)
  • სოფელი

ბაზა საშულაებას იძლევა დავაჯამოთ ყველა ის გადასახადი, რომელსაც კონკრეტული დასახლებული პუნქტი იხდის. ვნახოთ იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც ამა თუ იმ სოფელში ცხოვრობს, ვნახოთ ამ ადამიანებთან დაკავშირებული პირი. პროექტი მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს სოციალური ისტორიის შესწავლის საქმეში.

ნავიგაცია

ბაზის სამომხმარებლო მხარეს არსებული ფილტრები საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ ჩვენთვის საინტერესო ჩანაწერი პრაქტიკულად ნებისმიერი შესაძლო პარამეტრით. მონაცემების სორტირება ასევე შესაძლებელია ანბანურად ან ჩანაწერის სახელწოდების მიხედვით.

გამოყენების პირობები და ციტირება

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის დიგიტალური გამოცემის ან მისი დიდი ნაწილის ხელახალი გავრცელება არ არის ნებადართული წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე. მონაცემების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სათანადო ციტირების პირობებში.

პირებს, რომლებიც დაინტერესბულნი არიან აღნიშნულ ბაზაში ასახული ჩანაწერების გამოყენებით, ამ რესურსის ციტირებისას, ვთხოვთ, გამოიყენონ ქვემოთ მოცემული სტანდარტი.

ზოგადი ციტირება

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. დიგიტალური გამოცემა. 2019. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. მოამზადა არჩილ თაბუკაშვილმა. ხელმისაწვდომია: http://gdefter.iliauni.edu.ge/ წვდომის თარიღი: (თარიღი).

პირებისა და ადგილების ციტირება

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის დიგიტალური გამოცემაში რეგისტრირებულ პირებსა და გეოგრაფიულ ადგილებს გააჩნიათ უნიკალური იდენტიფიკატორი. ამ ტიპის გვერდების დამოწმებისას ეს მონაცემები, ბაზაზე წვდომის თარიღთან ერთად, უნდა აისახოს ციტირების სტრუქტურაში. ხშირ შემთხვევაში დამოწმების ავტომატურ რეჟიმში გენერირებული ბმულების ხილვა შესაძლებელია შესაბამის გვერდებზე.

უკუკავშირი

მისასალმებელი იქნება თქვენი წინადადებები რესურსის სრულყოფის ან არსებული ხარვეზების გამოსწორების საკითხებზე. გთხოვთ დაუკავშირდეთ მონაცემთა ბაზის კოორდინატორსა და რედაქტორს არჩილ თაბუკაშვილს.

მადლობა

გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარის დიგიტალური გამოცემა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული ჰუმანიტარიის სახელოსნოს მკვლევართა ტექნიკური მხარდაჭერით. რესურსის შექმნისას გამოყენებულ იქნა ღია წვდომის შემდეგი ინსტრუმენტები: Laravel, Vue.js, Leaflet, OpenStreetMap, Bootstrap.

კონტრიბუტორები:

- თაზო მინდიაშვილი: მონაცემთა ბაზისის შემუშავება, ვებგვერდის შემუშავება;
- რატი გუმაშვილი: მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და დიზაინი.