რეგისტრირებული ტერმინები
ა
- ახჩა (ვერცხლის ფული) ოსმალური ფულის ერთეული XIV საუკუნიდან.
- არუსანე საქორწინო გადასახადი. 1574 წლის "გურჯისტანის ვილაიეთი" დიდი დავთრის კანუნ-ნამეში განსაზღვრულია, რომ საქორწინო გამოსაღები აიღება სამოც-სამოცი ახჩა ქალწულისგან და ოცდაათ-ოცდაათი ახჩა ქვრივისგან.
ბ
- ბეჰრე ძირითადად ნატურალური გადასახადის ფორმა იყო, მისი გადახდა შეიძლებოდა ფულითაც.
დ
- დონუმი სიგრძნითა და სიგანით 40 ნაბიჯი მიწაა.
ვ
- ვილაიეთი მსხვილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ოსმალეთში. ვილაიეთი შედგებოდა რამდენიმე ლივისგან (სანჯაყისგან).
თ
- თაფუ მიწაზე დაწესებული გადასახადი. იგი მიწათმფლობელობის ერთ-ერთი პირობა იყო. თაფუ გაიღებოდა მაშინ, როცა მიწის ნაკვეთი ერთი მფლობელიდან მეორის ხელში გადადიოდა. რეაიას გარდაცვალების შემთხვევაში კი მიწის ნაკვეთი თაფუს გადასახადის გარეშე გაიცემოდა.
ი
- ისფენჯი საკომლო გადასახადი ქრისტიანთათვის, რომელსაც ისინი დასამუშავებელ მიწის ნაკვეთზე იხდიდნენ. შეადგენდა 25 ახჩას თითოეული კომლისთვის.
მ
- მუჯერედი გადასახადი, იხდიან მუსლიმები, მისი რაოდენობა 18-22 ახჩას შორის მერყეობს.
- მუდი 20 სტამბოლური ქილაა.
ნ
- ნაჰიე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული ოსმალეთში. ნაჰიე აერთიანებდა რამდენიმე სოფელს.
რ
- რ/მ რაოდენობა, მოცულობა.
ს
- სანჯაყი (ლივა) ისტორიულ ოსმალეთში (თურქეთში) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული; ვილაიეთის ნაწილი. სანჯაყი შედგებოდა რამდენიმე ნაჰიესგან.
ხ
- ხარაჯა მუკასემე გადასახადი მიწის ნაკვეთის ფართობის მიხედვით.
ჯ
- ჯიზია არამუსლიმებზე დაწესებული სულადი გადასახადი. 1691 წლიდან ქრისტიანული მოსახლეობის თითოეულ სულზე იქნა შეწერილი.